„ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეგიძლია მხარი დაუჭირო სხვებს და გაუზიარო შენი ცოდნა და გამოცდილება. გაბაშვილი საქართველოს სახეა და მოხარული ვარ, რომ შემიძლია ეს შევახსენო საზოგადოებას მურალების გამოყენებით“, - ამბობს ჩერტოვა.
ალენა დავიდოვიჩის ფრესკის ნაწილი
განასახიერებს ბელარუს პოეტს, ლარისა განიუშს. კედელზე მხატვარმა აღნიშნა
ციტატა მისი პოეზიიდან:
"ვერ გადამტეხ, უტეხი ვარ, არ მეშინია შიშის და ბოროტების. ტყუილად არ ამოვსულვარ მიწიდან, როგორც ურყევი ფიჭვის ხე ბელარუსიდან".
„მე ის ავირჩიე ბელარუსისადმი სიყვარულის და მისი შინაგანი ძალის გამო. ჩემთვის მისი პოეზია ასოცირდება ნამდვილ ძალასთან: სულის შინაგან და რწმენის ძალასთან. ასევე საკუთარი თავის და იდეების სამუდამო ერთგულებასთან“.