მურალი "ჩემი სახლი"
Wow Wall Studio
მურალის შესახებ
"ჩემი სახლი" არის პროექტი, რომელიც Wow Wall Studio-მ 2022 წლის მაისში დაიწყო. პროექტი შეიქმნა თავშესაფარში იძულებით მყოფი ადამიანების დასახმარებლად და კონკრეტული ოჯახების მხარდასაჭერად. მხატვრებმა შექმნეს კედლის ნახატების (მურალების) სერია სიუჟეტით და წარმოადგინეს იმ ადამიანების ისტორია, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები.
ამ ადამიანებს უნდა დაეტოვებინათ ყველაფერი მატერიალური, თუნდაც ყველაზე ღირებული, რაც წარმოადგენს მემკვიდრეობას, რომელიც ინახავს ისტორიას და აყალიბებს კულტურის ძირითად კომპონენტებს. მათ სახლი თან უნდა ატარონ, უფრო მეტიც — ისინი სახლში არიან.
ეს კედლის ნახატი თბილისში წარმოგიდგენთ ნამდვილ ბელარუს გოგონას შვილთან ერთად, რომელიც მშობიარობის შემდეგ, თბილისში ქმართან ჩამოვიდა. მას აცვია ბელარუსული ეროვნული “dyvan”ორნამენტებისგან შეკერილი კაბა (ხელით მოხატული ხალიჩა, რომელსაც დღესასწაულებზე ჩუქნიან ერთმანეთს). ფონი შედგება ქართული ხალხური ნიმუშებისგან ხელოვნების სხვადასხვა დარგიდან — ქსოვა, კერამიკა, სამკაულები.
ნახატი შეიქმნა საქართველოსადმი მადლიერებით, მათი სტუმართმოყვარეობისა და ბელარუსების მიღებისთვის.

თბილისი / 2023 წ
გერონტი ქიქოძის ქ. 15
გაიცანით მხატვრები
მარკ მაქსიმოვიჩმა და იაროსლავ პტაკმა კოლეგებთან ერთად შექმნეს საერთაშორისო მხატვრული ჯგუფი სახელწოდებით WOW WALL STUDIO. მათ რამდენიმე ათეული ფრესკა გააკეთეს პოლონეთში და მის ფარგლებს გარეთ. ისინი არ შემოიფარგლებიან ერთი სტილით, არამედ უყვართ ექსპერიმენტები და სხვადასხვა მიმართულებით შექმნა. მათი ძირითადი მიდგომაა რაც შეიძლება მეტი სილამაზისა და ჰარმონიის შეტანა ქუჩებში. „ქუჩის ხელოვნება არის შესაძლებლობა გამოავლინოს ხელოვნება ფართო აუდიტორიის წინაშე, ვიდრე ხელოვნება შემოფარგლოს გალერეებითა და მუზეუმებით.”